მოწყობილობების შესყიდვის, მართვის და ანალიტიკის ქვეგანყოფილების უფროსი

განცხ. წარდგენის ბოლო ვადა23 სექ. 2018
კატეგორიაგაყიდვები
სამუშაოს განაკვეთისრული
გამოსაცდელი ვადა6 თვე
სამსახურის ადგილმდებარეობათბილისი
განათლების ხარისხიუმაღლესი/ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება1-3 წელი
ვაკანსიის ნომერი2102

სამუშაოს აღწერა

  • გაყიდვების კვარტალური გეგმის გაწერა ბრენდების, მოდელებისა და შემოსავლის მიხედვით. წლიური შემოსავლის პროგნოზის გაკეთება ბრენდების მიხედვით;
  • მოლაპარაკებები ბრენდებთან, ფასზე ვაჭრობა, რაოდენობების, მოწოდების ვადების, ერთობლივი აქციის პირობების, საგარანტიო მომსახურების და სხვა დეტალების შეთანხმება;
  • რეპორტის დამუშავება ყოველკვირეულად და გაყიდვების სტატისტიკაზე დაყრდნობით მომდევნო 12 კვირის პროგნოზის (რაოდენობა და შემოსავალი მოდელების მიხედვით) კორექტირება;
  • ყოველკვირეული გაყიდვების რეპორტზე დაყრდნობით ჯამური მარაგების კონტროლი და შესყიდვების ჯგუფისთვის შესყიდვის დავალების მიცემა;
  • მაღაზიების მარაგების ყოველდღიური კონტროლი,  მარაგების შევსებაზე მხარდაჭერის ქვეგანყოფილების  ინფორმირება;
  • დოლარის კურსისა და ახალი შესყიდვის ფასის გათვალისწინებით, ასევე ბრენდის წარმომადგენლობის მიერ მოწოდებულ RRP-ზე (რეკომენდირებულ საცალო ფასზე) დაყრდნობით ფასების გადახედვა ყოველკვირეულად და საჭიროების შემთხვევაში ახალი საცალო ფასების (ერთიანი გადახდით, განვადებით) და მისი ამოქმედების თარიღის განსაზღვრა;
  • თვის განმავლობაში გაყიდული მოწყობილობებიდან და აქსესუარებიდან მიღებული მოგების დაანგარიშება და რეპორტის მომზადება;
  • გაყიდვების გაზრდის მიზნით, ბრენდებთან შეთანხმებით ერთობლივი აქციების დაგეგმვა კვარტალურად / სეზონურად და გაყიდვების ჯგუფისათვის KPI-ების განსაზღვრა;
  • ახალი შეთავაზებების ან/და დაგეგმილი აქციის სარეკლამო მხარდაჭერის დეტალების დაგეგმვა/შეთანხმება მარკეტინგის ჯგუფის წარმომადგენლებთან;


ენები

ენა

ინგლისური
რუსული

წერითი უნარები

კარგად
კარგად

მეტყველება

კარგად
კარგად

კომპიუტერული პროგრამები

პროგრამა

Microsoft Excel
Microsoft PowerPoint
Microsoft Word

ცოდნის დონე

კარგად
კარგად
კარგად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება/ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში).
  • აუცილებელია 1-3 წლამდე მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები

  • (სავალდებულოა) ანალიტიკური აზროვნება;
  • (სავალდებულოა) მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • (სავალდებულოა) გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • (სავალდებულოა) ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • (სავალდებულოა) დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • (სავალდებულოა) დროის მართვის უნარი;